საფეხური და აქტივობები
|
იდეები ისტ-ის ინტეგრირებისათვის
|
საფეხური
1.თემის შერჩევა
|
ნარკოტიკების
მოხმარების შედეგები ყველა ნარკოტიკი,მიუხედავად
იმისა,თუ რა გზით ხვდება ორგანიზმში,აზიანებს თავის ტვინს და მთელ ნერვულ სისტემას,გულს,ღვიძლს,ფილტვებს. ნარკოტიკებისა და მათი მინარევების გადამუშავება
ძირითადად ღვიძლშ ხდება.ღვიძლი არის ორგანიზმის მთავარი ლაბორატორია,სადაც ხდება
ტოქსიკური ნივთიერებების გაუნებელყოფა.ნარკოტიკები და მათი მინარევები აზიანენებს
ღვიძლის უჯრედებს.ნარკოტიკის მომხმარებლები,დაქვეითებული იმუნიტეტის გამო,ხშირად
ავადდებიან ტუბერკულოზით.ნარკოტიკები არღვევს კალციუმის ცვლას ორგანიზმში.ყველაზე
ხშირად ნარკოტიკების მომხმარებლის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის ზედოზირება,ანუ ნარკოტიკის
დიდი დოზით გამოწვეული მწვავე მოწამვლა.
|
საფეხური
2.კვლევის გეგმის ჩამოყალიბება
|
მოსწავლეებს
ვყოფ 3-ჯგუფად.თითოეულ ჯგუფს ვაძლევ დავალებას: 1-ჯგუფმა მოიძიოს დამატებითი ლიტ-რა აღნიშნულ
საკითხთან დაკავშირებით. 2-ჯგუფმა მოიძიოს
მასალა ინტერნეტიდან. 3-ჯგუფმა საზოგადოებაში
აწარმოოს გამოკითხვა.
|
საფეხური
3.ინფორმაციის მოძიება და ანალიზი
|
მოსწავლეები
აგროვებენ ინფორმაციას წინა საფეხურზე შემუშავებული გეგმის მიხედვით.თითეული ჯგუფი
დამოუკიდებლად მუშაობდა ორი დღის გამავლობაში.შემდეგ თითოეული ჯგუფი აკეთებს პრეზენტაციას.1ჯგუფმა
მოიპოვა დამატებითი ლიტ-რა. 2ჯგუფმა ინტერნეტიდან მოიპოვა სურათები და შექმნა პლაკატები.3ჯგუფს
გაკეთებული აქვთ ინტერვიუები ვიდეო ფირზე აღბეჭდილი.
|
საფეხური
4. კვლევითი პროექტის ანგარიშის შემუშავება
|
ვაანალიზებ
ყველა ჯგუფის კვლევის შედეგს თუ რა ზიანის მიყენება შეუძლია ნარკოტიკების მოხმარებას
ადამიანის ორგანიზმისათვის და რამდენად საშიშია საზოგადოებისათვის.აღნიშნული თემის
მიზანია მოზარდები მივაჩვიოთ ადრეული ასაკიდან ჯანსაღი ცხოვრების წესს,სკოლებში უნდა
ტარდებოდეს ლექცია-სემინარები ნარკოტიკების მავნე ჩვევებთან დაკავშირებით. აღნიშნული
ჯგუფთა ნამუშევრების შედეგი კიდევ ერთხელ ცხადყოფს ამ პრობლემის სიმძიმეს,ამდენად
ეროვნული პრობლემა პიროვნული პრობლემაცაა და პირიქით. პროექტის ავტორი ზაირა ჭედია
|
Friday, April 26, 2013
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment